aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: "Mercedes" რომის პაპისთვის სპეცავტომობილს შექმნის World News  World News 
კომპანია Mercedes-Benzრომის პაპის ბენედიქტე XVI-სთვის ახალ ეკოლოგიურ ავტომობილს შექმნის, რომელსაც ექნება ჰიბრიდული ძრავა M-Class-ის სრულამძრავიან ბაზაზე.



როგორც DPAიტყობინება, ავტომობილის შექმნას აპირებენ გერმანიაში 2011 წლის სექტემბრის ბოლოს პაპის ოთხდღიანი ვიზიტისთვის.


თავის მხრივ, Agence France-Presse, ვატიკანის წარმომადგენელზე მინიშნებით, იტყობინება, რომ ავტომობილის შექმნას კონკრეტულად პაპის მშობლიურ გერმანიაში ჩამოსვლისთვის არ აპირებენ. სავარაუდოდ, მანქანის დამზადებას მხოლოდ 2011 წლის ბოლოსთვის შეძლებენ.


ახალი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე ცნოტაა ცნობილი. კერძოდ, იტყობინებიან, რომ ჰიბრიდული ძრავის ლითიუმ-იონური ბატარეის სიმძლავრე საშუალებას მისცემს პაპის ავტომობილს, ბენზინის გამოყენების გარეშე დაახლოებით 30 კილომეტრი გაიაროს. ახალი ავტომობილის შესახებ უფრო ვრცლად მოყოლა Mercedes-Benz-ის წარმომადგენლებს არ დაუწყიათ, აღნიშნეს რა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.


DPA-ის ინფორმაციით, რომის პაპისთვის ჰიბრიდული ძრავის სასარგებლოდ არჩევანი პრაქტიკული მოსაზრებების გამო გაკეთდა. ასე, ელექტროკარის სიმძლავრე შეიძლება არასაკმარისი იყოს ავტომობილის სწრაფი გაქანებისთვის პაპზე თავდასხმის შემთხვევაში. მანამდე, 2010 წლის დეკემბერში, ვატიკანის ადმინისტრაციის კარდინალმა ჯიოვანი ლაიოლომ განაცხადა, რომ მომავალში პაპი სწორედ ელექტროკარის გამოყენებას აპირებს.


Mercedes-Benzრომაულ-კათოლიკური ეკლესიისთვის ავტომობილებს 1980-იანი წლებიდან აწარმოებს. მანქანების დახურული ძარა აგებულია იმგვარად, რომ პაპს და ქუჩებში მდგომ ხალხს კარგი  დათვალიერების არე უზრუნველყოს. ავტომობილებზე დაყენებულია ტყვიაგაუმტარი შუშები.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2653.html
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 18:49 | News »
 

"ეს საინტერესოა: "Mercedes" რომის პაპისთვის სპეცავტომობილს შექმნის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian