საზოგადოება: ავღანეთში კიდევ რამოდენიმე ქართველი სამხედროა დაჭრილი | Georgian News | ||
ინციდენტის შედეგად, რომელიც ავღანეთში, 19 ივნისს მოხდა და რომლის დროსაც ქართველი სამხედრო პირი დაიღუპა, კიდევ რამოდენიმე ქართველი ჯარისკაცია დაჭრილი. მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ სამ მათგანს კიდურების ამპლუტაცია ჩაუტარეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ, ავღანეთში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. აფეთქება ყველაზე საშიშ პროვინცია გელმანდში მოხდა, სადაც უმცროსი სერჟანტი ლავროს ივანიაძე გარდაიცვლა . რაც შეეხება რამოდენიმე დღის წინ დაღუპულ გია გოგუაძეს, უკვე ავღანეთის ქართულ კონტიგენტში 9 ადამიანია დაღუპული. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ არანაირი ინფრომაცია არ ფლობს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2652.html
| |||
Posted by consul | 22 Jun 2011, 18:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.