ეს საინტერესოა: სტრადივარიუსის ვიოლინომ აუქციონზე რეკორდი დაამყარა | World News | ||
1721 წელს დამზადებული სტრადივარიუსის ვიოლინო აუქციონზე 9.8 მილიონ ფუნტ სტერლინგად (15.9 მილიონ აშშ დოლარად) გაიყიდა. ამის შესახებ წერს The Times. თანხა ამ კატეგორიის ლოტებისათვის რეკორდული გახდა. სტრადივარიუსის ვიოლინოს წინა სარეკორდო ღირებულება არ აჭარბებდა 4 მილიონ დოლარს. აუქციონი გაიმართა ორშაბათს, 20 ივნისს, საღამოს, აუქციონურ სახლ Tarisio-ის ინტერნეტ-საიტზე. ინსტრუმენტის მყიდველი გახდა იაპონური არაკომერციული ორგანიზაცია Nippon Foundation. როგორც Reutersიტყობინება, ინსტრუმენტის გაყიდვიდან მიღებული სახსრები იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლების დახმარებაზე იქნება გაწეული. ვიოლინოს მაღალი ღირებულება მისი შესანიშნავი დაცულობით აიხსნება. ამას გარდა, 30 წლის განმავლობაში ინსტრუმენტი ეკუთვნოდა ლორდ ბაირონის შვილიშვილს, ლედი ენ ბლანტს. წინა მფლობელის პატივსაცემად ვიოლინო ასევე ატარებს სახელს „ლედი ბლანტი“. ღია მონაცემების თანახმად, ვიოლინო „ლედი ბლანტი“ არა მხოლოდ სტრადივარიუსის ყველაზე ძვირი ინსტრუმენტი, არამედ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ვიოლინოა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. ამაზე უფრო ძვირად, კერძოდ, 18 მილიონ დოლარად, შეფასდა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი, გვარნერი დელ ჯეზუს ვიოლინო „ვიოტანი“, რომელიც გასაყიდად 2010 წლის ზაფხულში იქნა გამოტანილი. თუმცა მისი მყიდველი ჯერაც არ გამოჩენილა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2651.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 18:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.