საზოგადოება: თბილისში ნაგავის გადასახადი ელექტროენერგიას დაუკავშირეს | Georgian News | ||
თბილისის მერია ნაგვის გატანის მომსახურების ფიქსირებულ ტარიფებს ცვლის. ახალი წესის თანახმად ერთ სულ მოსახლეზე 2.5 ლარის ოდენობის ფიქსირებული ტარიფი გაუქმდება და ახლა გადასახადები პირდაპირ იქნება დაკავშირებული ელექტროენერგიის მოხმარებასთან. მოქალაქეებს ნაგვის გატანისთვის დახარჯული ელექტროენერგიის ყოველ კილოვატზე 0.05 ლარის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, თუ თვეში 100 კილოვატი დაიხარჯება, მაშინ ნაგვის გატანის მომსახურების გადასახადი 5 ლარი იქნება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა თქვა, ეს ცვლილება ნაგვის გატანის მომსახურების გადასახადებს შეამცირებს. „ეს თბილისის დასუფთავებისთვის კეთდება. ამასთან ერთად, მოქალაქეებისთვის გადასახადები შემცირდება. სოციალურად დაუცველ პირთათვის შეღავათები იგივე დარჩება“, - თქვა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2643.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.