პოლიტიკა: ლევან ვეფხვაძე: საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციასგამოიწვევს | Georgian News | ||
პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციას გამოიწვევს, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს, იუწყება “GHN“. „თავიდან თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტის ბორბლებზე დაყენება გინდოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა იცინოდა. თქვენ მაინც ამტკიცებდით, რომ პარლამენტი ორ ქალაქშიც შეიძლება იყოს. შემდეგ თქვენ დაფიქრდით და ამბობთ, რომ ახლა იგი მხოლოდ ქუთაისში უნდა იყოს. ჩემთვის საინტერესოა, რამდენი ჯდება მშენებლობა და საიდან იღებთ ამ ფულს“, - თქვა მან, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ძაგნიძეს მიმართავდა. დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებში იქნება, ეს საბოლოოდ გამოიწვევს საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციას. „შეხედეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს - რამდენი დეპუტატია, და რა იქნება ქუთაისში. ახალი მოწვევის პარლამენტი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე დღესაა“, - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა 2012 წლისთვის იგეგმება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2642.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.