მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონური სუპერკომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გახდა | World News | ||
იაპონური სუპერკომპიუტერი სახელწოდებით K Computer მსოფლიოში ყველაზე მძლავრად იქნა აღიარებული. ამის შესახებ იტყობინება CNET News რეიტინგ Top500-ზე მინიშნებით. იაპონურმა სისტემამ მწარმოებლურობით გაუსწრო ჩინურ Tianhe-1A-ს, რომელიც 2010 წლის ნოემბრიდან რეიტინგ Top500-ში ლიდერობდა. Linpack-ის ტესტის შედეგებით, K Computer-ის მწარმოებლურობის მაჩვენებლმა 8.16 პეტაფლოპსი (კვადრილიონი ოპერაცია წამში მცურავი წერტილით) შეადგინა. ჩინური სუპერკომპიუტერის შედეგი 2.6 პეტაფლოპსი გახლდათ. უმძლავრესი სუპერკომპიუტერების ხუთეულში შევიდნენ ასევე ამერიკული სისტემა Jaguar (1.75 პეტაფლოპსი), ჩინური Nebulae(1.27 პეტაფლოპსი) და იაპონური Tsubame 2.0(1.19 პეტაფლოპსი). ერთი პეტაფლოპსის ბარიერი, საერთო ჯამში, ათმა სისტემამ გადალახა. მათ შორის არც ერთი რუსული სისტემა არაა. ყველაზე მძლავრ რუსულ სუპერკომპიუტერად მიჩნეულია სისტემა, რომელიც საროვის ბირთვულ ცენტრში არის დაყენებული. Linpack-ის ტესტის მიხედვით მისი მწარმოებლურობა 780 ტერაფლოპსს შეადგენს. რეიტინგ Top500-ის მონაცემებით, სუპერკომპიუტერების ყველაზე დიდი რიცხვი (256 სისტემა) აშშ-შია. მეორე ადგილზეა ჩინეთი 62 სუპერკომპიუტერით, მესამეზე - გერმანია (30), მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი (27). ლიდერთა ხუთეულს აბოლოებს იაპონია 26 სუპერკომპიუტერით. სუპერკომპიუტერების რეიტინგი Top500წელიწადში ორჯერ - ნოემბერსა და ივნისში ნახლდება. ახალი ლიდერი, სუპერკომპიუტერი K Computer, იაპონიის ქალაქ კობაში მდებარე ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების ინსტიტუტის (RIKEN) შენობაში იმყოფება. სისტემა შედგება 80 ათასი მიკროპროცესორისაგან, რომელთაგან თითოეულში 8 ბირთვია. K Computer-ის შემუშავებით კომპანია Fujitsuარის დაკავებული. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2640.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.