aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-ში თაობათა ცვლა ხდება World News  World News 
ამერიკელი სკოლელები და სტუდენტები მასიურად ტოვებენ სოციალურ ქსელ Facebook-ს, რომელსაც აშშ-ში სულ უფრო მჭიდროდ იკავებს წინა- და საპენსიო ასაკის სამომხმარებლო აუდიტორია. ამის შესახებ იტყობინება Forbes.



მაისი ზედიზედ მეორე თვე გახლდათ, როდესაც აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში Facebook-ის სამომხმარებლო აუდიტორია შემცირდა.


„ბავშვებს არ სურთ მშობლებთან „დამეგობრება“, - განმარტავს გამოცემა ახალგაზრდა აუდიტორიის გაქცევას, რომელსაც არ სურს მშობლების მხრიდან ზედმეტი კონტროლი თავიანთ სოციალურ კონტაქტებზე, ფოტოსურათებსა და შეტყობინებებზე, რომლებიც თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.


ახალგაზრდობაზე ორიენტირებული ამერიკული რესურსის - Roiworld-ის მონაცემებით, ჩატარებულ გამოკითხვაში ყოველმა მეხუთე მოზარდმა განაცხადა, რომ ბოლო დროს პრაქტიკულად აღარ ურთიერთობს თავის მეგობრებთან Facebook-ის საშუალებით, თუმცა ექაუნთი სისტემაში აქვს.


რესურსი Macvideoაღნიშნავს, რომ მაისში Facebook-ის ამერიკული აუდიტორია თითქმის 6 მილიონი მომხმარებლით შემცირდა, თუმცა მის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასიურ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა.


Facebook, რომელიც თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ურთიერთობის ექსკლუზიური ქსელი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, სწრაფად გაფართოვდა და ურთიერთობის წრეში ახალგაზრდობა და მოზარდები ჩაითრია.


თუმცა წელს აშშ-ში ამ სოციალური ქსელის მომხმარებლის საშუალო ასაკი 40 წელს მიუახლოვდა, ხოლო ყველაზე აქტიურად ზრდადი ასაკობრივი ჯგუფები გახლდათ კატეგორიები 55 წლის და 65 წლის შემდეგ - შეერთებული შტატების მოსახლეობის ნახევარს Facebook-ზე ექაუნთი აქვს გახსნილი.


50-ის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა: 22-დან 42%-მდე, ნათქვამია Pew Internet & American Life Project-ის გამოკვლევაში. ამჟამად აშშ-ში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულია ინტერნეტ-მომხმარებელთა ნახევარი ასაკობრივ ჯგუფში 50-დან 64-მდე და ყოველი მეოთხე მომხმარებელი, რომლის ასაკიც 65 წელს სცილდება.


როგორც გამოკვლევის ავტორები ირწმუნებიან, Facebookუკვე საკმაოდ არის გავსებული ახალგაზრდა აუდიტორიით და ამიტომ ქსელი ახლა უკვე მხოლოდ უფროსი თაობის ხარჯზე შეიძლება გაფართოვდეს. უფროსი ადამიანები სოციალურ ქსელებში იმისათვის შემოდიან, რომ კონტაქტი მონახონ თავიანთ შვილებთან, რომლებიც სულ უფრო ადრე ტოვებენ მშობლების სახლს, რათა სხვა ქალაქებში სასწავლებლად გაემგზავრონ.


სულ Facebook-ზე დაახლოებით 700 მლნ მომხმარებელია დარეგისტრირებული.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2639.html
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:43 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-ში თაობათა ცვლა ხდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian