საზოგადოება: საქართველოში ექვსმა ათასმა სკოლელმა გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა | Georgian News | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იწყებს იმ საჯარო სკოლების შემოწმებას, რომლებშიც განათლების დაბალი დონეა დაფიქსირებული. ამის შესახებ დღეს, 21 ივნისს, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ადრიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრძანება გასცა იმ სკოლების შემოწმებაზე, სადაც ერთიანი გამოსაშვები გამოცდების შედეგად მოსწავლეთა დაბალი მოსწრება დაფიქსირდა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში, სადაც დაბალი მოსწრებაა, შეიძლება სხვა დარღვევებიც იყოს, ამიტომ ამ სკოლების შემოწმება გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ადრიაშვილმა. საჭიროა აღნიშნოს, რომ მთელ საქართველოში 6 000 მოსწავლემ ვერ ჩააბარა გამოცდები და ვერ მიიღო ატესტატი. განათლების მინისტრი აპირებს სკოლების მზრუნველთა საბჭოებს მიმართოს და მათგან დირექტორთა გათავისუფლება მოითხოვოს, ვინაიდან სწორედ მათ მიიჩნევს დამნაშავეებს მოსწავლეთა დაბალ მოსწრებაში. „თუ მზრუნველთა საბჭოები ამ დირექტორების დაცვას დაიწყებენ, მაშინ კანონის შესაბამისად ამ საბჭოებს დავშლით“, - განაცხადა შაშკინმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2638.html
| |||
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 20:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.