aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გოგოლაშვილი: ნიკარაგუა და ვენესუელა იქ დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აფხაზეთის აღიარებას უარყოფს Georgian News  Georgian News 
პოლიტოლოგის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იმ სახელმწიფოების მთავრობები, რომლებმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ავტორიტატული რეჟიმების რიცხვს განეკუთვნება. როდესაც ამ ქვეყნებში დემოკრატიული მმართველები მოვლენ, ისინი, ვანუატუს მსგავსად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ანულირებას მოახდენენ.



როგორც პოლიტოლოგმა "მედიანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ განცხადების ან გადაწყვეტილების უკან გამოხმობა დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩვეულებრივი მოვლენაა.


„ეს ხელისუფლებები, რომლებიც დღეს იმავე ვენესუელასა და ნიკარაგუაში მართავენ, სწორედ იმიტომ არიან რუსეთის პარტნიორები, რომ წარმოადგენენ ავტორიტატულ, ნეოპოპულისტურ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს. როდესაც ამ ქვეყნებში პროგრესი იმ დონეს მიაღწევს, რომ ავტორიტატული ხელისუფლებები საზოგადოების მხარდაჭერასა და ძალაუფლებას დაკარგავენ, ცხადია, ახალი დემოკრატიული მთავრობა ამ უკანონო აღიარებას უკან მოიხმობს და აღნიშნული ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ანულირებას მოახდენს. საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში არსებობს განცხადების უკან გამოხმობისა და გადაწყვეტილების ანულირების პროცედურები - ეს სავსებით დაშვებულია. ხშირად ისე ხდება, რომ ქვეყნები ერთმანეთთან წყვეტენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, შემდეგ კი კვლავ ამყარებენ, რამდენადაც იცვლება მთავრობები და გარე პრიორიტეტები“, - განაცხადა პოლიტილოგმა და დაამატა, რომ „აშშ-მ, თავის დროზე, აღიარა ტაივანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად, შემდეგ კი, რამდენადაც მახსოვს, უკან წაიღო ეს აღიარება. კვიპროსის მიმართ თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ დღევანდელი თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსს დამოუკიდებლად არ მიიჩნევს“.


შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ედვარდ ნატაპეიმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წინა ხელისუფლებების გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა და თავის წარმომადგენელს გაეროში საქართველოსთან ურთიერთობების დამყარება დაავალა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2636.html
Posted by Drakula | 21 Jun 2011, 09:46 | News »
 

"პოლიტიკა: გოგოლაშვილი: ნიკარაგუა და ვენესუელა იქ დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აფხაზეთის აღიარებას უარყოფს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian