aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ჩიტიძე: საფრანგეთის ელჩმა ჯერ თავისი ქვეყნის ისტორიას უნდა გადახედოს და მხოლოდ ა Georgian News  Georgian News 
ექსპერტი ნიკა ჩიტიძე მოუწოდებს საფრანგეთის ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს ჯერ საკუთარი ქვეყნის ისტორიას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკრიტიკოს სხვა სახელმწიფოები.



ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ „საფრანგეთის ელჩმა საქართველოში საფრანგეთის სსს-დან გარკვეული დირექტივები მიიღო და ერიკ ფურნიეს განცხადებების საფუძვლების პოვნა საჭიროა საფრანგეთისა და რუსეთის საერთო ინტერესებში“.


„აღინიშნა საერთო ინტერესები რუსეთსა და საფრანგეთს შორის. ეს ეხება არა მხოლოდ „მისტრალს“, არამედ აირსა და სხვა საკითხებს. შესაბამისად, საფრანგეთის ელჩის განცხადება შემთხვევითი არ ყოფილა, ისევე, როგორც პრეზიდენტ სარკოზის განცხადებაც, რომლის სიტყვების თანახმადაც რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება შეასრულა. საუბარი იმაზე, რომ 1920 წელს მენშევიკურმა ხელისუფლებამ ოსები გაანადგურა, სიცრუეა და ამ განცხადების მიზანი საქართველოს დისკრედიტაციაა. მაშინ რუსეთის წაქეზებით გამოცხადდა „საბჭოური რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი“ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მართლაც შეიყვანა ცხინვალში ჯარები, რათა სეპარატიზმი აღმოეფხვრა. ეს აბსოლუტურად კანონიერი გახლდათ და საქართველო მოქმედებდა თავის ტერიტორიაზე, საფრანგეთისაგან განსხვავებით, რომელიც კოლონიალური სახელმწიფო იყო და საფრანგეთის მიერ ხელში ჩაგდებული კოლონიების ტერიტორია თავად საფრანგეთის ტერიტორიას 21-ჯერ აღემატებოდა“ - განაცხადა ექსპერტმა.


რაც შეეხება ფურნიეს კიდევ ერთ განცხადებას იმაზე, რომ „1993 წლის 21-22 ივნისს ადგილი ჰქონდა წევრობის პირობების შეხსენებას, რომელთა შორის აღინიშნება ეროვნული უმცირესობების პატივისცემა და მათი დაცვა. ამ მიმართულებით აუცილებელია წინ წაწევა, კერძოდ - ოსებისა და აფხაზების მიმართ“. ექსპერტი აღნიშნავს, რომ „საქართველოში უმცირესობების უფლებები ყოველთვის იყო დაცული, საფრანგეთისაგან განსხვავებით, რომელიც გუგენოტებისა ან ებრაელების დევნით გამოირჩეოდა“.


ნიკა ჩიტიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა გამოეხმაუროს ფურნიეს განცხადებას, მაგრამ გააკეთოს შედარებით რბილი და თავშეკავებული განცხადება და ელჩს შეცდომაზე მიუთითოს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2635.html
Posted by Drakula | 20 Jun 2011, 21:45 | News »
 

"პოლიტიკა: ჩიტიძე: საფრანგეთის ელჩმა ჯერ თავისი ქვეყნის ისტორიას უნდა გადახედოს და მხოლოდ ა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian