პოლიტიკა: საქართველოს მოსახლეობას „გაუმჯობესებული მიშა“ სურს - უგულავა | Georgian News | ||
ქართული ოპოზიცია მოსახლეობას ანტი-მიშას სთავაზობს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ გაზეთ „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლატვიაში თავისი ვიზიტის დროს. გაზეთის კორესპონდენტი დაინტერესდა, როგორ აფასებს გიგი უგულავა თავის შანსებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას ხომ ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ შესაძლო პრეტენდენტად ასახელებენ. „ამის თაობაზე სხვადასხვა სპეკულაციები არსებობს, მაგრამ საკითხი იმაზე, თუ ვის გაიყვანს პარტია „ეროვნული მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ღიაა. ამის შესახებ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. ჩვენთვის - ჩემთვის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერებისთვის - უფრო მნიშვნელოვნი ის კი არ არის, სად ვიქნებით 2013-2014 წლებში, არამედ ის, თუ რა ბედი ეწევა სახელმწიფოს. ჩვენი პარტიის საქმიანობას ამჟამად მოსახლეობის 75-78% იწონებს“, - განაცხადა უგულავამ. „ხალხისთვის აუცილებელია გაგრძელება იმ კურსისა, რომელიც აღებულ იქნა მიხეილ სააკაშვილის, ან როგორც ჩვენთან ეძახიან, მიშას დროს. და სწორედ ამაშია ჩვენი ოპოზიციის მთავარი შეცდომა. იგი ანტი-მიშას სთავაზობს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს“, - აღნიშნა მან. მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია „ძალზედ ფართოა“, მაგრამ „ხმაურობს“ მისი ის ნაწილი, რომელსაც, სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებით, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის თითქმის ნულოვანი დონე აქვს. „ხუთივე დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში ოპოზიციის მიტინგები ტარდებოდა, ყველა მოვლენას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი ტელევიზია აშუქებდა. ჩვენ ასევე მომიტინგეებს ქუჩების დაბლოკვის შესაძლებლობას ვაძლევდით. თბილისის მერიამ გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი, რათა მათ საკუთარი აზრი გამოეხატათ. მაგრამ როდესაც ამ ქმედებებმა ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა ის, რაც მოხდა“, - აღნიშნა უგულავამ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2630.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jun 2011, 17:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.