aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ევროზონას შესაძლოა შეეცვალოს სახელი ევროლენდზე World News  World News 
ევროკავშირის ევროზონის ევროლენდზე გადარქმევა შემოთავაზა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ. ერთდროულად მან მოუწოდა ევროკავშირის მოქალაქეებს „დაძლიონ პესიმისტური განწყობა“ ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით.



„იმედგაცრუება და პესიმიზმი ქმედებისადმი გამბედაობას არყევს“, - შენიშნა მან. ვან რომპეი ბრიუსელში ერთ-ერთი გავლენიანი საერთოევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის სხდომაზე გამოვიდა. „მსოფლიო ბიზნესის თვალში სიტყვა „ევროზონა“ ფინანსური ინვალიდის სინონიმად გადაიქცა, აუცილებელია მისი გადარქმევა ევროლენდზე“, - განაცხადა ვან რომპეიმ. „სიტყვა ევროზონა ჟღერს როგორც ინდუსტრიული ზონა, როგორც რაღაც პერიფერიული. მე გთავაზობთ სხვა სახელს - ევროლენდს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


„ჩვენ უფრო კონრკეტულები უნდა ვიყოთ იმის მიმართ, რაც ამჟამინდელ ევროკავშირის სავალუტო-ეკონომიკურ კავშირს წარმოადგენს. იგი, ჩემი აზრით, ევროლენდია, ვინაიდან ერთიანი ფულადი ერთეულის არსებობა წარმოადგენს ერთი ქვეყნის არსებობის მაჩვენებელს, ყოველ შეთხვევაში, მონეტარული თვალსაზრისით“, - დაამატა ვან რომპეიმ.


ევროკავშირის პრეზიდენტის ამჟამინდელ მცდელობები სავალუტო ზონისთვის ახალი დასახელების მოფიქრებისათვის, რომელიც ევროკავშირის 17 ქვეყანას აერთიანებს, ორიგინალური არაა. რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის მომზადების დროს ევროკომისიის ამჟამინდელმა უფროსმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღიარა, რომ, ღამით დაძინებისას, ხშირად ფიქრობს იმაზე, რომ სინამდვილეში ევროკავშირი „იმპერიას“ წარმოადგენს.


„ეს ახალი ტიპის იმპერიაა, კეთილი და უმაღლეს ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაფუძნებული“, - აღიარა მან ევროპულ მასმედიის საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, ევროკომისიის უფროსმა თანამედროვე ევროკავშირის პარალელი ჯერ კიდევ IXსაუკუნეში შექმნილ კარლ ფრანკის ფრანკების იმპერიასთან გაავლო. თუმცა ბაროზუს გულწრფელმა აღიარებამ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია, პირველ რიგში, დიდ ბრიტანეთში, რომელიც კაროლინის იმპერიის ნაწილი არასდროს ყოფილა და ჰქონდა თავისი, ოღონდ ევროპული კონტინენტის გარეთ. შედეგად ბაროზუ იძულებული იყო, თავის „იმპერიულ სიზმრებზე“ საჯაროდ ეთქვა უარი.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2628.html
Posted by Drakula | 20 Jun 2011, 17:42 | News »
 

"ეკონომიკა: ევროზონას შესაძლოა შეეცვალოს სახელი ევროლენდზე" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian