aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Microsoft-ის მიერ Skype-ის შეძენა მოიწონეს World News  World News 
აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა კომისიამ კორპორაცია Microsoft-ის მიერ ინტერნეტ-ტელეფონიის სერვის Skype-ის შეძენის ფაქტი მოიწონა, იტყობინება სააგენტო Reuters.



შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს Microsoft-მა ხელი მოაწერა ოფიციალურ შეთანხმებას Skype-ის შეძენის თაობაზე 8.5 მლრდ დოლარად. Skype-ის შეძენა გახდა Microsoft-ის მიერ ყველაზე ძვირი შენაძენი თავისი 36 წლიანი არსებობის ისტორიაში.


გაერთიანების დასრულების შემდეგ Skype გახდება Microsoft-ის ცალკეული ქვედანაყოფი და დანერგავს თავისი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას XBoxკონსოლისთვის, Kinectკონტროლიორისთვის, ასევე Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონებისა და სხვა მოწყობილობებისათვის. ახლადშექმნილი ქვედანაყოფის - Microsoft Skype-ის უფროსი Skype-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ტონი ბეიტსი გახდება.


Skype შეიქმნა რვა წლის წინ, ანუ 2003 წელს, ხოლო 2005 წელს იგი 3.1 მლრდ დოლარად აუქციონ eBay Inc.-მა იყიდა. ოდნავ მოგვიანებით აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა რამდენიმე ინვესტორმა 1.9 მლრდ დოლარი ნაღდი ფულით და 125 მლნ ფასიანი ქაღალდებით. ახლა კი eBay Skype-ის აქციების 30%-ის მფლობელია.


2010 წელს სკაიპს 124 მლნ მომხმარებელი ჰყავდა, და მხოლოდ 8.1 მლნ მომხმარებელი სერვისის ფასიანი მომსახურებებით სარგებლობდა, რეკავდა რა Skype-ის საშუალებით სახლის და მობილურ ტელეფონებზე. ოფიციალურ საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს სკაიპის გადმოწერა მისთვის საჭირო პლატფორმისთვის აბსოლუტურად უფასოდ შეეძლო. 2010 წლის ბოლო სერვისი 170 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს ითვლიდა.


კორპორაცია Microsoft-ს თავის ისტორიაში არასდროს განუხორციელებია ძვირადღირებული და სარისკო გარიგებები და ინტერნეტ-ტელეფონიის სერვისის შეძენის ფაქტმა, რომელიც მოგების მომტანი არაა, დააფიქრა ანალიტიკოსები.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2627.html
Posted by Drakula | 20 Jun 2011, 17:41 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Microsoft-ის მიერ Skype-ის შეძენა მოიწონეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 April 2025
  • English Georgian