პოლიტიკა: ობამამ თავის მომავალთან დაკავშირებით მოულოდნელი განცხადება გააკეთა | World News | ||
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი მეორე საპრეზიდენტო ვადას არ მოითხოვს. „მიშელი და ბავშვები მშვენივრად გამიგებენ, თუ ვიტყვი: „იცით, მეგობრებო, სხვა რაიმით მინდა დავკავდე“, - თქვა ობამამ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან თქვა, რომ ხანდახან უჩნდება სურვილი, უარი თქვას პრეზიდენტის თანამდებობაზე მორიგი კენჭისყრის იდეაზე. „ზოგჯერ მგონია, რომ ერთი ვადა სავსებით საკმარისია“, - აღნიშნა ობამამ. მან თქვა, რომ საპრეზიდენტო შეჯიბრში მონაწილეობაზე მას ენერგეტიკის, განათლების დარგებსა და სხვა სფეროებში დაუმთავრებელი საქმეები უბიძგებს. „თუ ოჯახში ყველაფერი კარგადაა, თუ მიშელი ჯერ კიდევ მირიგდება, მაშინ საკმარისი ენერგია მაქვს იმისათვის, რომ გავაგრძელო იმის კეთება, რითიც დაკავებული ვარ“ - დაასკვნა ობამამ. აპრილის დასაწყისში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე მეორე ვადაზე იყრის კენჭს. „ალ-ქაიდას“ ლიდერის ოსამა ბენ ლადენის მკვლელობის შემდეგ მისი რეიტინგი მხოლოდ 3%-ით აიწია და 49%-იან პოზიციას მიაღწია. მიუხედავად ობამას ადმინისტრაციის წარმატებებისა „ალ-ქაიდას“ წევრების დევნის თვალსაზრისით, ობამას ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკელთა უკმაყოფილებას იწვევს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2597.html
| |||
Posted by Drakula | 15 Jun 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.