პოლიტიკა: საქართველოს „აღმოსავლური პარტნიორობის“ ფარგლებში საუკეთესო შედეგები აქვს - კარლ ბილდტი | Georgian News | ||
საქართველო პროგრამა „აღმოსავლური პარტნიორობის“ ფარგლებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა კარლ ბილდტმა განაცხადა. „მე საქართველოში ბაქოდან ჩამოვედი. ჩვენ თვალს ვადევნებთ სიტუაციის განვითარებას რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით, ასევე თვალს ვადევნებთ შედეგებს აღოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. სექტემბერში ვარშავაში გაიმართება სამიტი, რომლისთვისაც მზადება უკვე მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში საუკეთესო შედეგები აქვს. იმედი გვაქვს, რომ მას სხვა ქვეყნებიც დაეწევიან, თუმცა, საჭიროა აღნიშნოს, რომ სტანდარტები განსხვავდება, როდესაც საქმე სომხეთსა და აზერბაიჯანს ეხება“, - განაცხადა ბილდტმა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა ასევე ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრის მნშვნელოვნობა აღნიშნა. „ვიმედოვნებთ, რომ ამჟამად ძველი კონფლიქტის გადაჭრის ზღვარზე ვიმყოფებით. ყაზანში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდება და იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება პოზიტიური შედეგები“, - განაცხადა ბილდტმა და დაამატა, რომ „ეს კონფლიქტი ნეგატიურად აისახა არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთზე, არამედ მთელ რეგიონსა და ევროპაზე“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2596.html
| |||
Posted by Drakula | 15 Jun 2011, 19:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.