aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებიდან საქართველოს გამოსვლა დაუშვებელია Georgian News  Georgian News 
ქართული მხარის მიერ მოსკოვის მისამართით წაყენებული ულტიმატუმი ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოსვლის თაობაზე დაუშვებელია, მიაჩნია ქართველ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, იუწყება “GHN“.



„ეს სრულიად დაუშვებელია. იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზაციაში რუსეთის დანაშაული დავამტკიცოთ, საუკეთესო ფორმატი სწორედ ჟენევის მოლაპარაკებებია, ვინაიდან მანდ წარმოდგენილია აშშ, ევროკავშირი და გაერო. საქართველოს ლეგიტიმური უფლება აქვს, ჟენევის ფორმატისაგან ამ საქმეების გამოძიება მოითხოვოს და არ დაიმუქროს მოლაპარაკებებიდან გამოსვლით. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ უნდა ქართულ მხარეს ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატის შემუშავება“, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას.


მისი თქმით, საჭირო არაა რუსეთთან ულტიმატუმის ენაზე საუბარი, არამედ საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გამოყენება.


„გაურკვეველია ისიც, რომ ქართულმა მხარემ ასაფეთქებელი საშუალება გაანადგურა და თუ გამოძიება მოისურვებს, ვეღარ დაადგენს იმას, თუ სად იქნა დამზადებული იგი. მთელი ბრალდება მხოლოდ ბრალდებლის აღიარებით ჩვენებაზეა აგებული, რაც, თავის, მხრივ, ნდობას არ იმსახურებას, რამდენადაც იგი შესაძლოა იტყუებოდეს, სხვა დამნაშავეებს ფარავდეს და ბრალს საკუთარ თავზე იღებდეს. ეს საჭიროებს გამოძიებას, გამოძიება კი - ურთიერთობას ორივე მხარესთან, რისი გაკეთებაც ჟენევის ფორმატს შეუძლია. ასე რომ, ჩვენ რუსეთთან არა ულტიმატუმის ენაზე უნდა ვისაუბროთ, არამედ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი“, - თქვა ექსპერტმა.


შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ წამოაყენა ულტიმატუმი და დაიმუქრა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია საქართველოში ტერაქტების ორგანიზაციას გააგრძელებს, მაშინ თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოვა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2590.html
Posted by Drakula | 15 Jun 2011, 19:04 | News »
 

"პოლიტიკა: პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებიდან საქართველოს გამოსვლა დაუშვებელია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian