ეკონომიკა: საქართველო შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ენერგო-მომწოდებელი გახდეს | Business & Economics | ||
საქართველო შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ენერგო-მომწოდებელი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გუშინდელ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს ავსტრიაში ვიზიტის შედეგები გააცნო. პრემიერის თქმით, ავსტრიაში მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც დისკუსიის მთავარი თემა ენერგოუსაფრთხოების საკითხი იყო. მისივე განმარტებით, განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის თემაც. როგორც გილაურიამ განაცხადა, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ საქართველო ენერგოდერეფნის ნაწილია, ამასთან ქვეყანას აქვს ენერგორესურსები, რომლებიც იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ რეგიონში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. კერძოდ, პრემიერის თქმით, მრავალმა ქვეყანამ აეს-ის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამ ფონზე საქართველოს ჰიდრორესურსებს კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება. „ამ ფორუმზე საქართველო, ფაქტოვრივად, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ფორმულის ნაწილად წარსდგა. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებიც განვიხილეთ. ამ თვალსაზრისით საქართველო ევროპის ლიდერად იქნა აღიარებული. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა დიდი ინტერესი გამოხატეს. კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „სიმენსი“, ჩვენთან ჩატარებული რეფორმებით იყვნენ დაინტერესებულები, რათა მომავალში საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ“, - აღნიშნა გილაურმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2589.html
| |||
Posted by Drakula | 15 Jun 2011, 19:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.