aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჰაკერებმა აშშ-ის სენატის შიდა ქსელი გატეხეს World News  World News 
ჰაკერთა დაჯგუფება Lulz Security-მა აშშ-ის სენატის შიდა ქსელის გატეხის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ შეტყობინება ორშაბათს, 13 ივნისს, დაჯგუფების საიტზე გაჩნდა.



ჰაკერებმა გამოაქვეყნეს, სავარაუდოდ, სენატის სერვერიდან გატაცებული ფაილების გრძელი სია. ამასთან, Lulz Security-ში აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შიდა მონაცემებისა, რომელთა მოპოვებაც მათ საიტიდან შეძლეს.


„ჩვენ ძალიან არ მოგვწონს ამერიკული მთავრობა. მათი გემები სუსტია, მათი ხუმრობები სასაცილო არაა და მათი საიტები არც თუ ისე კარგადაა დაცული“, - განაცხადეს ჰაკერებმა თავიანთ რელიზში.


როგორც Reutersიტყობინება, სენატის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შაბათ-კვირას ჰაკერებმა ნამდვილად შეაღწიეს სენატის შიდა ქსელში და დაამატა, რომ ამერიკული კონგრესის კომპიუტერული უსაფრთხოების სამსახური ინციდენტის გამოძიებას ჩაატარებს.


როგორც კიბერუსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, ჰაკერების ქმედებებით გამოწვეული ზარალი მინიმალურია და სენატის შიდა ქსელში შენახული მონაცემები საკმარისად არის დაცული.


მანამდე Lulz Security-ის ჰაკერები თავს დაესხნენ გფბ-ის ქვედანაყოფის - ორგანიზაცია InfraGard-ის სერვერს. ასევე კორპორაცია Sony-ის ქვედანაყოფის საიტს. ამას გარდა, ჰაკერთა დაჯგუფებამ გატეხა ამერიკული ტელეკომპანია PBS-ის საიტი იმის საპასუხოდ, რომ არხზე აჩვენეს ფილმი, რომელიც რესურს WikiLeaks-ის შემქმნელებს აკრიტიკებდა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2584.html
Posted by Drakula | 14 Jun 2011, 20:47 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჰაკერებმა აშშ-ის სენატის შიდა ქსელი გატეხეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian