მეცნიერება-ტექნოლოგიები: როგორი იქნება ინტერნეტი 2015 წლისთვის? | World News | ||
ექსპერტთა პროგნოზებით, 2015 წლისთვის ყოველ ადამიანს ინტერნეტში ჩართული 2-ზე მეტი მოწყობილობა ექნება. საერთო ჯამში, ასეთი მოწყობილობების რაოდენობა 15 მილიარდს მიაღწევს. ბოლო დროს მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ უკვე გამოიწვია ის, რომ ამ მოწყობილობათა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ხოლო ტექნიკური სიახლეები, მათ შორის ინტერნეტში ჩართული ტელევოზირები და მანქანები, კომპანია Cisco-ის სპეციალისტთა შეფასებებით, ფართოდ გავრცელდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. თავის ყოველწლიურ პროგნოზში ტექნოლოგიური ტრენდების დარგში, კომპანიამ განაცხადა, რომ 2015 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტს, ანუ დაახლოებით სამ მილიარდ ადამიანს გლობალურ ქსელთან წვდომა ექნება. მათი შეფასებებით, 2015 წლისთვის ინტერნეტ-ტრაფიკი თვეში 80 ეკზაბაიტს მიაღწევს. შედარებისთვის, 2004 წელს თვიური ტრაფიკი ერთ ეკზაბაიტს (მილიონ ტერაბაიტს) შეადგენდა. ინტერნეტ-ტრაფიკის დიდი წილი ვიდეო-კონტენტს ერგება. 2015 წლისთვის ყოველ წამს ვიდეოს ერთ მილიონ წუთს გადმოწერენ. ასეთი მძაფრი ზრდა უკვე ჩვენს დროს ამოწმებს გლობალური კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამძლეობას. ინფორმაციის მისაღებად და გასაგზავნად საჭიროა IPv4-მისამართის ქონა. ამ მისამართების მიმდინარე მარაგი თითქმის ამოწურულია. ხელისუფლებები ცდილობენ დანერგონ ახალი მისამართების სისტემა სახელწოდებით IPv6, რომელშიც ტრილიონობით ახალი მისამართი იქნება ხელმისაწვდომი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2582.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jun 2011, 20:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.