პოლიტიკა: ელმარ მამედიაროვი: „აზერბაიჯანი ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოშია დაინტერესებული | Georgian News | ||
ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, თქვა ორშაბათს, 13 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ქართული პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. „სწორედ ასეთი საქართველო პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - თქვა მამედიაროვმა. აზერბაიჯანის სსს-ის უფროსი ორშაბათიდან თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაიმართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. მამედიაროვმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ შესაძლებელი გახდა ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრის განხილვა. შეხვედრების მსვლელობაში დაგეგმილი იყო ორმხრივი ურთიერთობის აქტივიზაციის საკითხების განხილვა და რეგიონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელება, განაცხადეს მანამდე საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურში. ბაქრაძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების მსვლელობაში შესაძლებელი გახდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ხასიათის საკითხების განხილვა. „ყოველწლიურად საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სულ უფრო აქტიური ხდება. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ენერგორესურსების სფეროში, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაში“, - თქვა მან. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2581.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jun 2011, 20:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.