aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კრიმინალი: ერაყში ამერიკული მილიარდები დაიკარგა World News  World News 
ერაყის აღდგენის საქმეების სპეციალურმა გენერალურმა ინსპექტორმა სტიუარტ ბოუენმა, რომელიც ამ თანამდებობაზე აშშ-ის კონგრესმა დანიშნა, გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მანამდე აშშ-ის ხელისუფლებების მიერ ერაყისთვის გაცემული სახსრების ნაწილი, როგორც ჩანს, მოიპარეს.



The Los Angeles Times-ის მონაცემებით, საუბარია 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაზე.


საკუთარი დასკვნები ბოუენმა მრავალწლიანი გამოძიების შედეგებით გააკეთა, რომლის თანახმადაც დაკარგული სახსრები ვერ აღმოაჩინეს.


გამოცემის მონაცემებით, სულ 2003-2004 წლებში ერაყში ნაღდი ფულით დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი გაიგზავნა. ამ თანხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო გახდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების - C-130 Hercules-ის 21 რეისი, რომელთა ბორტზე დაახლოებით 20 ტონის ჩატვირთვა შეიძლება. თავად ერაყში ფული სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლის სარდაფში, ასევე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ინახებოდა.


როგორც შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, ნაღდი ფული ხშირად არ გამოიყენებოდა იმ პროგრამებისათვის, რომელთა გამოც გამოგზავნილ იქნა. მისი ნაწილი ქრთამების გადახდაზე დაიხარჯა, ამასთან ძირითადი პასუხისმგებლობა აუდიტორებმა ერაყელ მოხელეებს დააკისრეს. გარდა ამისა, ფულის გაცემისას სამხედრო პირები ხშირად უგულებელყოფდნენ ფინანსური ანგარიშების შედგენას, რის შედეგადაც ფულის შემდგომი ბედისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი არ ყოფილა.


ამავდროულად, ერაყული მხარე უკვე დაემუქრა ვაშინგტონს სარჩელით სახსრების გაუჩინარების გამო. კერძოდ, ერაყელები ვაშინგტონს ბრალს დებენ იმ ფაქტის გამო, რომ 2004 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სახსრებზე პასუხისმგებლებად ამერიკელები დანიშნეს.


ერაყის აღდგენის საქმეების სპეციალური გენერალური ინსპექტორის მმართველობის 2011 წლის აპრილის მონაცემებით, საერთო ჯამში ერაყის აღდგენის დაფინანსებაზე ვაშინგტონმა დაახლოებით 61 მილიარდი დოლარი გაგზავნა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2580.html
Posted by Drakula | 14 Jun 2011, 20:41 | News »
 

"კრიმინალი: ერაყში ამერიკული მილიარდები დაიკარგა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian