პოლიტიკა: ცისკარიშვილი: „მედია პალიტრასთან“ დაკავშირებით აჟიოტაჟისთვის არანაირი საფუძველი არარსებობს | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ჰოლდინგ „მედია პალიტრასთან“ დაკავშირებით აჟიოტაჟისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც მან დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ჰოლდინგში შესაბამისი ორგანოები შევიდნენ შემოწმების მიზნით არა მასმედიის ნაწილში, არამედ საგამომცემლო ბიზნესის ნაწილში. „თავისი გაზეთის გამოშვების გარდა, ისინი კერძო შეკვეთებსაც ასრულებდნენ, აქვთ შემოსავლები და, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში გადასახადების არგადახდის თვალსაზრისით არავინ შეიძლება იყოს ხელშეუხებელი. რაც შეეხება მედია ბიზნესს, თქვენთვის ცნობილია ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მოცემული სფეროს მისამართით. „მაგალითად, შარშან ტელევიზიებს 35 მილიონის ოდენობის ვალი ჩამოეწერათ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შემოვიდა, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პოლიტიკური თავისუფლება არსებობდა“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა და დაამატა, რომ „მედია პალიტრაში“ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არავინ იმყოფება და მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2575.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jun 2011, 19:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.