პოლიტიკა: ჩიტაძე: კრემლი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეცვლის | ![]() | Georgian News | |
![]() „ჩემი პროგნოზით, მომავალში კრემლი 26 მაისის მსგავსი პროცესების დაფინანსებასა და დაკვეთას შეამცირებს, რამდენადაც რუსეთში დაინახეს, რომ რევოლუციურმა პროცესებმა მათ არ მოუტანეს პოზიტიური, ხოლო საქართველოს - ნეგატიური შედეგები. მითუმეტეს, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოში რადიკალური ძალების მომხრე ნაკლები დარჩა. რუსეთმა დაინახა, რომ ბურჯანაძეს, ნოღაიდელს, კუკავასა და სხვებს სერიოზული მომხრეები არა ჰყავთ, და მე არ ვფიქრობ, რომ კრემლი კიდევ ერთხელ ჩაერთვება დამარცხებულ თამაშში“, - განაცხადა ჩიტაძემ და დაამატა, რომ რუსეთი ქართულ ხელისუფლებებთან ბრძოლას სხვა მეთოდებითაც შეეცდება. „კრემლი შეცვლის მეთოდებს და ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლას სხვა მეთოდებით გააგრძელებს, იმავე დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებით, თითქოს-და საქართველო ტერორისტებს მფარველობს, ტერორისტული და დივერსიული აქტების დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტიქართული კამპანიის დაფინანსებით“, - განაცხადა პოლიტილოგმა და დაამატა, რომ გამორიცხული არაა, კრემლმა იმედი დაამყაროს ე. წ. სამართალდამცავ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, ისინი საქართველოში მიკრო-აქციებსა და სხვადასხვა კონფერენციებს ატარებდნენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2567.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jun 2011, 15:25 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.