მეცნიერება-ტექნოლოგიები: IDC-მ საქართველოს კომპიუტერული ბაზარი შეაფასა: 124 ათასი პერსონალური კომპიუტერი | Business & Economics | ||
IDC-ის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კომპიუტერული ბაზარი 9.8%-ით გაიზარდა და მისმა ტევადობამ 124 ათას მოწყობილობას მიაღწია, რომელთაგან 56.6% მოდიოდა სამაგიდე და 42.8% - მობილურ სისტემებზე. x86 სერვერების მიწოდებებმა 677 ცალი შეადგინა, რაც 2009 წელთან შედარებით 15.9%-ით ნაკლებია. პერსონალური კომპიუტერების ბაზრის დადებითი დინამიკა თითქმის მხოლოდ ნოუთბუქების ხარჯზე იქნა მიღწეული: მობილური კომპიუტერების მიწოდებები 17,1%-ით გაიზარდა, მოთხოვნის ზრდა შეინიშნებოდა როგორც კერძო მომხმარებელთა მხრიდან, ისე მცირე ბიზნესსა და კორპორაციულ სექტორში. დესკტოპების ბაზრის ზრდა მინიმალური გახლდათ (5.2%) და მისი საფუძველი მინიმალური ღირებულების სისტემებმა შეადგინა. დესკტოპების ბაზრის დიდ ნაწილს ტრადიციულად ადგილობრივი ამწყობები შეადგენენ, რომლებსაც საკუთარი საცალო ქსელები აქვთ, ხოლო A-ბრენდების წილი 14%-ს არ აღემატება. ნოუთბუქებისა და x86 სერვერების ბაზარზე ლიდერობს HP 20.6 და 47.2%-იანი წილებით, შესაბამისად. IDC-ის შეფასებებით, x86 სერვერების ბაზარზე 2010 წლის ნეგატიური დინამიკა უკვე მიმდინარე წელს ზრდით შეიცვლება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2566.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jun 2011, 15:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.