პოლიტიკა: რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას წლები დასჭირდება - ბარამიძე | Georgian News | ||
რუსეთთან კონფლიქტის დასარეგულირებლად წლები იქნება საჭირო, მაგრამ 9 ივნისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერაა, განაცხადა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. 9 ივნისს ევროპარლამენტმა რუსეთი-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი, გაიყვანოს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან პოზიციებზე, რომლებსაც ისინი კონფლიქტამდე იკავებდნენ, ასევე ამ ტერიტორიებზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის დაშვება უზრუნველყოს. „მოცემული რეზოლუცია რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური გზავნილი და, ამასთან, მასზე ზეწოლაა, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმის თაობაზე, რომ ყველა საკითხი ერთბაშად გადაიჭრება“, - აღნიშნა ბარამიძემ. ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის თქმით, დოკუმენტი ქართული ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ამასთან ბარამიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „კიდევ სერიოზული პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლა ელოდება“. „როგორც ჩანს, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის წლებია საჭირო“, - მიაჩნია ვიცე-პრემიერს. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ამ რეზოლუციის მიღებას და ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს „დაარწმუნოს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის პასპორტების გაცემის შეწყვეტაში“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2565.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jun 2011, 00:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.