aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: Twitter-ზე რეკლამის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია World News  World News 
Twitter-ზე პრომოტრენდების განთავსების ფასი, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება Social Beat Twitter-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერის ადამ ბეინის ინტერვიუზე მინიშნებით.



ამჟამად Twitter-ზე ოფიციალური სარეკლამო შეტყობინებების განთავსების ღირებულება დღეში 120 ათას დოლარს შეადგენს; ჯერ კიდევ შარშან აპრილში პრომოტრენდის შექმნა მხოლოდ 25-30 ათას დოლარად შეიძლებოდა.


„პრომოექაუნთების“ და „პრომოტვიტების“ შექმნასთან დაკავშირებული შემოთავაზებები აუქციონის პრინციპით ფორმირდება. კონტრაქტის პირობით, რეკლამის განმთავსებლებმა განცხადებებზე სამი თვის განმავლობაში, სულ ცოტა, 15 ათასი დოლარი უნდა დახარჯონ, აღნიშნა ბეინმა.


ბოლო დროს Twitter-ს მძაფრად აკრიტიკებდნენ რეკლამის განთავსების ფასების გაზრდისთვის, თუმცა მომსახურების გაძვირებამ არ შეაჩერა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა HBO, Samsung, Toyotaდა მრავალი სხვა.


2010 წლის აპრილიდან Twitter-მა 600 რეკლამის განმთავსებელთან მოასწრო მუშაობა, ჩაატარა რა მათთან თითქმის ექვსი ათასი ერთობლივი სარეკლამო კამპანია. ბეინის თქმით, კომპანია Twitter-ში მარკეტინგითა და გაყიდვებით 60 ადამიანისაგან შემდგარი გუნდი არის დაკავებული.


როგორც გამოცემა წერს, საძიებო მოთხოვნების შედეგად განთავსებული რეკლამისაგან განსხვავებით, Twitter-ზე რეკლამის განთავსება მომხმარებლებთან ხანგრძლივი რწმუნებული ურთიერთობის დამყარების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, გადახდილი „პრომოტრენდები“ მიკრობლოგის ყველა მომხმარებელთან აისახება, რაც სარეკლამო შეტყობინებას მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას უზრუნველყოფს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2563.html
Posted by Drakula | 11 Jun 2011, 09:09 | News »
 

"ეკონომიკა: Twitter-ზე რეკლამის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian