საზოგადოება: საქართველოს შსს: რუსეთში უმჯობესია არ გაემგზავროთ | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს, რამდენადაც მათთვის ამ ქვეყანაში ყოფნა არ არის უსაფრთხო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება მოსკოვში საქართველოს მოქალაქის გელა ბლიაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა. "მკვლელობა მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც ქუჩებსა და ციხეებში სამართალდამცველებს, ჟურნალისტებსა და ადვოკატებს კლავენ. ეს დანაშაული ჩადენილი იქნა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას ატარებს–გეგმავს, აფინანსებს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ პოლიტიკის დამადასტურებელი ფაქტი ქართული სამართალდამცველი ორგანოების მიერ ორი ტერორისტული ჯგუფის ნეიტრალიზაცია წარმოადგენს."–ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს შსს რუსეთის მხრიდან მკვლელობის სრულყოფილ გამოძიებას და დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. შინაგან საქმთა სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისაგან თავის შეკავებს ურჩევს, რამდენადაც აღნიშნულ ქვეყანაში ყოფნა უსაფრთხო არ არის. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2559.html
| |||
Posted by consul | 11 Jun 2011, 09:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.