პოლიტიკა: ქუთელია: "რუსეთი უფრო ბევრად არის დამოკიდებულია ევროკავშირზე, ვიდრე ევროკავშირი - რუსეთზე | Georgian News | ||
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება ევროკავშირის მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეასრულოს საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. „ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია დეოკუპაციის პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ასეთი რეზოლუციების მიღება რუსეთზე ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს გვაძლევს, რამდენადაც დღევანდელი რუსეთი უფრო ბევრად არის დამოკიდებული ევროკავშირზე, ვიდრე ევროკავშირი - რუსეთზე. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებშია ამ რეზოლუციისა და მასში ასახული ყველა დებულების შესრულება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს ეხება, არამედ კრიტიკულია რუსეთის შიგნით არსებული სიტუაციის მიმართაც“, - აღნიშნავს ბათუ ქუთელია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2558.html
| |||
Posted by Drakula | 11 Jun 2011, 09:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.