aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კრიმინალი: საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა 1 მლნ ლარს მიაღწია Business & Economics  Business & Economics 
საკონტროლო პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებით, საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა, საერთო ჯამში, ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა.



ამის შესახებ დღეს, 10 ივნისს, საკონტროლო პალატაში ჩატარებულ ბრიფინგზე აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ განაცხადა.


მისი თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარებული აუდიტის შედეგად მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და უკმარობები გამოვლინდა.


კერძოდ: სამედიცინო მომსახურების ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა, სამედიცინო ტარიფები არადოკუმენტირებულ ისტორიულ სტატისტიკას ეფუძნება; ასევე, სახელმწიფო ფინანსური პროგრამების მიერ სათანადო ფინანსური მართვის არარსებობა; პროგრამული საბიუჯეტო სახსრების გადახდაში სისწორის არარსებობა, პაციენტთა მომსახურების გადახდაში არამართლზომიერება და პაციენტებისათვის გაწეული მომსახურებების არაზუსტი აღრიცხვა.


საკონტროლო პალატის აუდიტმა ასევე გამოავლინა შესაბამისი ნორმების დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების დროს.
კერძოდ, გიორგი ალასანიას განცხადებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში გამოვლენილი დარღვევები 200 ათას ლარს უდრის.


საკონტროლო პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გაუმჯობესებისათვის დაუყოვნებლივ საჭიროა მათი პრივატიზაცია.


საკონტროლო პალატის აუდიტი 2008-2010 წლებს მოიცავს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2557.html
Posted by Drakula | 11 Jun 2011, 08:59 | News »
 

"კრიმინალი: საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა 1 მლნ ლარს მიაღწია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian