ეკონომიკა: რის ხარჯზე შემცირდება უმუშევრობა საქართველოში 6%-ით? | Business & Economics | ||
რის ხარჯზე შემცირდება უმუშევრობა 6%-ით? რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკაში გარდატეხის თარიღად საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს ასახელებს. 2013 წელი - ეს ის წელია, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველგან იქნება ახალი გზები, კარგი წყალმომარაგება, საქართველოს რკინიგზა ევროპულს დაუკავშირდება. და რაც მთავარია: უმუშევრობა 16-დან 10%-მდე შემცირდება. შეგახსენებთ: უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის სტატისტიკას ასახავს, ქვეყანაში უმუშევრობა 16.3%-ს უდრის, რაც 2009 წელთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ასახელებს იმ არგუმენტებს, რომელთა ხაჯზეც შეიძლება უმშევრობა შემცირდეს. მისი განცხადებით, რეფორმები, რომლებიც აქამდე ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა და ის, რაც ამჟამად კეთდება და მომავალში გაკეთდება, წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ შემცირდება უმუშევრობა. „საძირკველი უკვე ჩადებულია და თანდათანობით იგი ყველასათვის შესამჩნევი გახდება“, - აღნიშნა ბალავაძემ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, განაპირობებს არა მხოლოდ კადრების დასაქმებას, არამედ საფუძველს უყრის ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობის წახალისებას, ახალი ბიზნესების შექმნას, რაც საბოლოოდ უმუშევრობის შემცირებას უზრუნველყოფს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2554.html
| |||
Posted by Drakula | 11 Jun 2011, 08:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.