ეს საინტერესოა: რომელი ქვეყნის მოქალაქეები ატარებენ სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტ დროს? | World News | ||
რუსები სოციალურ ქსელებში თვეში დაახლოებით 10.3 საათს ატარებენ: ეს თითქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამის შესახებ ნათქვამია comScore Media Metrix-ის გამოკვლევაში. ორგანიზაციის მონაცემთა თანახმად, ამგვარად, რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ამასთან, რუსეთის მაჩვენებელი დიდად არ უთმობს რეიტინგის ლიდერს ისრაელს, სადაც მომხმარებლები სოციალურ ქსელებში საშუალოდ თვეში 10.7 საათს ხარჯავენ. რეიტინგში შემდეგი ქვეყნებია: არგენტინა - 8.4 საათი თვეში, ფილიპინები - 7.9 საათი, თურქეთი - 7.8, ვენესუელა და კოლუმბია - 7 საათი, ჩილი - 6.7, კანადა - 6.4, პირველ ათეულს ასრულებს ესპანეთი - საშუალოდ 5.7 საათი კვირაში. მეორე ათეულს ხსნის დიდი ბრიტანეთი. ბრიტანელები სოციალურ ქსელებზე თვეში 5.3 საათს ხარჯავენ: ამდენივეს ატარებენ სოციალურ ქსელებში მექსიკელები. მათ მისდევენ აშშ-ის მაცხოვრებლები 5.2 საათის მაჩვენებლით. ოცეულში ასევე შევიდნენ მალაიზია, გერმანია, პუერტო-რიკო, პერუ, იტალია, ინდონეზია და ნორვეგია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2547.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 20:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.