გარემო: Greenpeace-მა ბარბის თოჯინების მწარმოებლის წინააღმდეგ კამპანია აამოქმედა | ![]() | World News | |
![]() ტროპიკული ტყეების გაჩეხის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქვის ნიშნით აქტივისტებმა Mattel-ის შტაბ-ბინის შენობაზე, რომელიც ელ სეგუნდოში (კალიფორნიის შტატი) მდებარეობს, ჩამოკიდეს უზარმაზარი ბანერი წარწერით „ბარბი: ყველაფერი მორჩა. მე არ ვხვდები გოგონებს, რომლებიც ტყეების განადგურებაში არიან ჩარეულები“. პოლიციამ პროტესტის 10 მონაწილე დააკავა. სამშაბათს კომპანია Mattel-მა განაცხადა, რომ კომპანია ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგებოდა ბიზნესს და „თანამშრომლობდა Greenpeace-თან რიგ საკითხებში, რომლებიც ქაღალდის წარმოებას ეხება“. „ჩვენ გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ, რომ Greenpeace-მა ასეთი პროვოკაციული მიდგომა აირჩია“, - ნათქვამია სათამაშოების მწარმოებლის შეტყობინებაში. Mattel-მა განაცხადა, რომ ქაღალდის შეფუთვების წარმოებისათვის მასალის მოპოვების ხერხების სრულყოფის გაგრძელებას გეგმავს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2546.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 20:17 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.