პოლიტიკა: ბათიაშვილი: ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ 26 მაისს მრავალი ადამიანი ციხეშიმოხვდა | Georgian News | ||
„სახალხო კრება“ შეჩერებას არ აპირებს და მოქმედების ახალ გეგმაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ 8 ივნისს განაცხადა კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა ვერის პარკში გამართულ შეხვედრაზე. „უახლოეს მომავალში ჩვენ დიდ დახურულ შეხვედრას მოვაწყობთ, რომელზედაც მოქმედებათა გეგმას წარვადგენთ“, - თქვა ბათიაშვილმა. ამასთან ერთად, მისი თქმით, „სახალხო კრების“ ლიდერებს ხშირად ეკითხებიან იმაზე, გრძნობენ თუ არა ისინი 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას. „ჩვენი მომხრეების მთავარი შეკითხვაა - ვჩერდებით თუ არა? - არა, არ ვჩერდებით და ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ ასევე გვეკითხებიან იმას, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი ციხეშია და ამდენი დაშავდა? - დიახ, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ამიტომ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ“, - თქვა ბათიაშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2544.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 20:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.