ეკონომიკა: ჩინეთმა აშშ-ს ენერგიის მოხმარებაში გაუსწრო | World News | ||
ჩინეთი მსოფლიოში ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა, რის გამოც აშშ-მ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც სანავთობო კომპანია BP-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ მსოფლიო ენერგეტიკის ყოველწლიურ სტატისტიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, შარშან ჩინეთმა ენერგიის მოხმარება ერთბაშად 11.2%-ით გაზარდა. ახლა მის წილზე ენერგორესურსებზე გლობალური მოთხოვნის 20.3 პროცენტი მოდის, აშშ-ის წილზე კი - 19 პროცენტი. კერძოდ, ჩინეთის წილზე მოდის ნახშირის მსოფლიო მოხმარების 48 პროცენტი. აშშ კვლავინდებურად მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა ქვეყნებს ნავთობის მოხმარების თვალსაზრისით - 21 პროცენტი. ეს ორჯერ აღემატება ჩინეთის წილს „შავ ოქროზე“ გლობალური მოთხოვნის თვალსაზრისით. BP-ის მთავარი ეკონომიკის ქრისტოლ რულის თქმით, შარშან ენერგიის მსოფლიო მოხმარება 1973 წლიდან ყველაზე სწრაფი ტემპებით იზრდებოდა გაიზარდა რა 5.6 პროცენტით. ამასთან, უმდიდრეს ქვეყნებში ენერგომოხმარება 3.5 პროცენტით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 7.5 პროცენტით გაიზარდა. „წინა წლის ბოლოსთვის ეკონომიკურმა აქტივობამ მთლიანობაში კრიზისამდელ დონეს გადააჭარბა და ეს ე. წ. განვითარებადი მსოფლიოს წყალობით მოხდა“, - აღნიშნა რულმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2542.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 20:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.