aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: შეიქმნა მასალა, რომელიც რამდენიმე წამში თვისებებს იცვლის World News  World News 
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჰამბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნა მასალა, რომელიც ღილაკზე ერთი დაჭერით სიმაგრეს იცვლის. ეს ტრანსფორმაცია მიიღწევა რამდენიმე წუთში მასალის ელექტრონული სტრუქტურის ცვლილების წყალობით.



ამგვარად, წამში შესაძლებელია მაგარი და მყიფე მასალის გადაქცევა რბილ და ადვილად დასამუშავებელ მასალად. ეს რევოლუციური გამოგონებაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მასალის ძირითადი თვისება ელექტრონული სიგნალების საშუალებით შეიცვალოს. ახალი ნივთიერების გამოყენება შეიძლება „ჭკვიანი“ მასალების შესაქმნელად, რომლებსაც დამოუკიდებელი შეკეთების, მაგალითად, საშიში ნაპრალების ლიკვიდაციის შესაძლებლობა აქვს.


მასალის ფორები გაჟღენთილია ძაბვაგამტარი სითხით, მაგალითად, უბრალო მარილიანი წყლით ან მჟავით.


ინოვაციური მასალის მისაღებად მეცნიერები შედარებით მარტივ პროცესს იყენებენ: კოროზიას. ლითონებს, როგორც წესი, ძვირფას ლითონებს, როგორებიცაა ოქრო ან პლატინა, ათავსებენ მჟავის ხსნარში, რომელიც კოროზიულ პროცესებს უშვებს და ლითონში მიკროსკოპულ ფორებს ქმნის. ამდაგვარად, იქმნება ნანოსტრუქტურირებული მასალა, რომელიც ღრუბელს წააგავს.


სიმაგრე შემდეგნაირად იცვლება: ლითონის ზედაპირებს შეიძლება ჰქონდეს ელექტრული მუხტი, ამიტომ ლითონის მექანიკური თვისებების შეცვლა შესაძლებელია იმ სითხის ელექტრული პოტენციალის შეცვლით, რომელშიც ეს ლითონია ჩადებული. სიმაგრის შეცვლის ეფექტი გახლავთ ლითონის ზედაპირზე ატომური კავშირების გაძლიერების ან შესუსტების შედეგი დამატებითი ელექტრონების დამატებისას ან მოშორებისას. შესაძლებელია ახალი მასალის სიმაგრის გაორმაგება, ლითონის პირველსაწყისი მდგომარეობიდან. ამას გარდა, მისი გადაყვანა „ადვილად დასამუშავებელ“ მდგომარეობაში შეიძლება, რომელიც ეფექტურად შთანთქავს დარტყმის ენერგიას. ამას გარდა, მეცნიერებმა შეძლეს ახალი მასალის კიდევ ერთი თვისებისთვის თვალყურის მიდევნება: ესაა მაღალი სიმაგრის ან სირბილის ლოკალური ადგილების შექმნის შესაძლებლობა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2541.html
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 14:25 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: შეიქმნა მასალა, რომელიც რამდენიმე წამში თვისებებს იცვლის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian