მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწაზე პირველი ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდნენ | ![]() | Georgian News | |
![]() დმანისის მთის გამოქვაბულთა კომპლექსში (საქართველო) მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქვის იარაღები და გაქვავებული ნეშტი პირველყოფილი ადამიანებისა, რომლებიც 1.85-1.77 მლნ წლის წინ ცხოვრობდნენ, ანუ დაახლოებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკაში homo erectus-ის სახეობის პირველი წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, გამართულმა ადამიანმა ევრაზიის დასახლება ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ იგი აფრიკაში გამოჩნდებოდა. აქამდე მიჩნეული იყო, რომ homo erectus არსებითად მოგვიანებით, 1.78-1.65 მლნ წლის წინ შუალედში გაჩნდა. დმანისისთვის ეს ერთჯერადი სტუმრობა არ ყოფილა. ანტროპოლოგების მიერ აღმოჩენილი 122 ქვის არტეფაქტი თანაბარზომიერად იყო გადანაწილებული დანალექი ქანების შრეებში და ეს არტეფაქტები შეესაბამება პერიოდს 1.85-1.77 მილიონი წლის წინ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი წინაპრები დმანისის გამოქვაბულებში მუდმივად ათობით ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა, მეცნიერებს ურთულდებათ დმანისის მობინადრეების რომელიმე გარკვეულ სახეობასთან მიკუთვნება: პრიმიტიული ჩონჩხი homo erectus-ის სახეობას შეესაბამება, მაგრამ ტვინის მოცულობა უფრო პატარაა - 600-775 სმ 900-ის ნაცვლად. „ბევრს მიაჩნია, რომ ეს homo erectus-ის ადრეული წარმომადგენლები იყვნენ, - ამბობს სტატიის წამყვანი ავტორი რეიდი ფერინგი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტიდან, - მაგრამ ამ საკითხზე ახლა ბევრი კამათია“, გადმოსცემს rnd.cnews.ru Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2539.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 14:18 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.