ეკონომიკა: ფირმა „Adidas“-ის ტანსაცმელს ბათუმში შეკერავენ | Business & Economics | ||
ბათუმში მსოფლიოში ცნობილ ბრენდ „ადიდასისთვის“ სპორტული ტანსაცმლის შეკერვას დაიწყებენ. ამის შესახებ გუშინ, 8 ივნისს, აჭარის მთავრობის უფროსმა ლევან ვარშალომიძემ პრეზიდენტისა და გუბერნატორების გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა. ვარშალომიძის თქმით, შესაბამისი საფეიქრო ქარხანა ბათუმში უახლოეს მომავალში აშენდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საფეიქრო ქარხნების გახსნა ასევე დაგეგმილია იმერეთში და უცხოელები მოცემული პროექტების განხორციელებაში არიან დაინტერესებულები. აუცილებელია აღნიშნოს, რომ კომპანია Adjara Textile უკვე კერავს სპორტულ ტანსაცმელს კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობილი ბრენდისთვის „პუმა“. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, ტურიზმის გარდა, დასაქმების საუკეთესო საშუალებაა სამშენებლო სფეროსა და საფეიქრო მრეწველობის განვითარება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2538.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jun 2011, 13:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.