ეკონომიკა: საქართველოში საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 611.1 ლარს შეადგენს | Business & Economics | ||
სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 8.3%-ით (46.8 ლარით) გაიზარდა და 611.1 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, ხელფასების არსებითი ზრდა შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: მეთევზეობა (63.5%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (19.6%), კომუნალური, სოციალური სფერო და საპენსიო მომსახურება (19.1%), სასტუმროები და რესტორნები (16.9%), განათლება (16.3%), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (15.5%). დანარჩენ დარგებში შემდეგი მაჩვენებლებია: ვაჭრობა, ავტომანქანების, საყოფაცხვრებო ტექნიკისა და პირადი მოხმარების ნივთების რემონტი - 10%, გადამამუშავებელი მრეწველობა - 9.8%, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და გადანაწილება - 8.1%, მშენებლობა - 6.8%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 6.3%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები - 3.2%, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და ტყის მეურნეობა - 0.9%. ამავე პერიოდში არასაწარმოო სფეროში საშუალოთვიური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 4.3%-ით (26.2 ლარით) გაიზარდა და 607.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეობის მიხედვით ხელფასები გაიზარდა სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და ტყის მეურნეობაში (25.1%), განათლებაში (12.5%), სახელმწიფო მართვაში (9.4%) და კომუნალური, სოციალური და საპენსიო მომსახურებების გაწევაში (3.3%). Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2534.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 14:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.