პოლიტიკა: ვაშაძე: შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია | Georgian News | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეცდომად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ გამოცემა Die Presse-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ რუსეთიდან არაფრის იმპორტს და რუსეთში არაფრის ექსპორტს ვაწარმოებთ. ერთადერთი, რაც გვაკავშირებს - ეს ელექტროენერგიაა, რომელსაც რუსეთი საქართველოსაგან ყიდულობს“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი აღნიშნავს, რომ საქართველოში ვითარება, ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ შეახსენა ჟურნალისტს, რომ 2006 წელს სწორედ რუსეთმა შემოიღო ემბარგო, რომლის მიზანი ჩვენი ეკონომიკის დანგრევა იყო. ამავე დროს, ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მოსკოვს ამ ემბარგოსთვის, ვინაიდან „ამგვარად მათ ჩვენი ეკონომიკის წვრთნა ჩაატარეს“. „ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტს ყველა მეზობელ ქვეყანაში ვაწარმოებთ, ჩვენთან ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - მხოლოდ 3%-ს. წელს 3.5 მლნ ტურისტს ველით. მადლობა ღმერთს, რუსეთი არ გვჭირდება. რუსეთში 70% გარიგებებისა უკუქცევებია. რუსეთს შეუძლია დამოკიდებულება ჰქონდეს ჩვენ მიმართ, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო მიმართ ან შეეცადოს, კვლავ ჩაგვითრიოს თავის „პრივილეგირებული ინტერესების ზონაში“. მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2533.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 13:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.