პოლიტიკა: შოთა უტიაშვილი: საქართველო გამოვა ჟენევის მოლაპარაკებებიდან, თუ რუსეთი ტერაქტებსგააგრძელებს | Georgian News | ||
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ტერორისტული აქტების ორგანიზაციას გააგრძელებს, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან გამოვა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, იუწყება “GHN“. „ქართულმა მხარემ როგორც რუსულ მხარეს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს მკვეთრი წერილით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ტერაქტების მცდელობები განმეორდება, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას შეწყვეტს... შეუძლებელია მოსკოვთან სერიოზული საუბარი სხვა საკითხებზე, თუ იგი მუდმივად იფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოგვიწყოს ტერაქტი“, - თქვა უტიაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში. რაც შეეხება ამის თაობაზე რუსული დელეგაციის რეაქციას, მისი თქმით, მათ ქართული მხარის ბრალდებებთან დაკავშირებით უარის თქმა და აღშფოთება არ დაუწყიათ. „მათ თქვეს, რომ ყველაფერს მოსკოვს გადასცემენ და გვიპასუხებენ“, - თქვა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2532.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 13:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.