ეკონომიკა: საქართველოში უცხოელი ტურისტების რიცხვი 44%-ით გაიზარდა | Business & Economics | ||
საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რიცხვი მილიონს მიუახლოვდა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოს 879 065 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 44%-ით მეტია. ტურისტთა რიცხვით პირველ ადგილზეა თურქეთი - 264 107 ადამიანი. საანგარიშგებო პერიოდში აზერბაიჯანიდან 243 346 ვიზიტიორი ჩამოვიდა, ხოლო სომხეთიდან - 192 468. იანვარ-მაისში საქართველოში 62 804 რუსი და 19 537 უკრაინელი ტურისტი ჩამოვიდა. სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშგებო პერიოდში ტურისტთა ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ეკვადორიდან (900%), სომალიდან (900%), მაროკოდან (59.3%) და ბაჰრეინიდან (400%). სტატისტიკური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ევროპელი ტურისტების რიცხვი 44%-ით გაიზარდა (სულ 846 596 ვიზიტიორი). წლის ხუთი თვის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა ვიზიტიორთა რიცხვი აშშ-დან (სულ 8951), 25%-ით გაიზარდა ვიზიტიორთა რიცხვი აღმოსავლეთ აზიიდან (სულ 6635), 39%-ით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთიდან (სულ 1443), ხოლო სამხრეთ აზიდან ტურისტთა რიცხვი გაიზარდა 94%-ით (სულ 13841). საანგარიშგებო პერიოდში აფრიკული კონტინგენტიდან საქართველოს 597 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 77%-ით მეტია. დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველოს იანვარ-მაისში 532 210 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2531.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 13:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.