პოლიტიკა: პიერ მორელი საქართველოს ტერიტორიაზე ინციდენტთა დონით შეწუხებულია | Georgian News | ||
საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ სამ წელიწადში არსებული სიტუაცია სტაბილური, თუმცა არაპროგნოზირებადია და საშიში ესკალაციის პოტენციალი აქვს, განაცხადა სამშაბათს, 7 ივნისს, ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა პიერ მორელმა, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მორიგი რაუნდის შედეგებზე კომენტარს აკეთებდა. ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამდგომლობით 2008 წლის აგვისტოში რუსულ-ქართული ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ტარდება. „პირველ სამუშაო ჯგუფში დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც წარმოგვიდგება სტაბილურად, მაგრამ წინასწარგანუჭვრეტელად და მას აქვს საშიში ესკალაციის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია იმ მოვლენებთან და ინციდენტებთან, რომლებიც შეფიქრიანებას იწვევს“, - გადმოსცემს სააგენტო ფრანს პრესი ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის პიერ მორელის სიტყვებს. მისი თქმით, სიტუაცია ყველა მხარის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს იმისთვის, რომ რეგიონში წარმოშობილი დაძაბულობა შემცირდეს. „ჩვენ გვაღელვებს (ახლახან მომხდარი) ინციდენტების დონე ორ წელიწადნახევრიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ“, - აღნიშნა მან. ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგი, მე-17 რაუნდი 4 ოქტომბერს გაიმართება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2528.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 08:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.