პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის სპეცსამსახურები ტერაქტების ორგანიზაციაში დაადანაშაულა | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზაციაში დაადანაშაულა, იუწყება “GHN“. როგორც დღეს, 7 ივნისს, ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დღეებში ორ ტერაქტს გეგმავდნენ, რომლებიც სამართალდამცავებმა აღმოფხვრეს. „ყურადღება მინდა მივაქციო ორ ტერაქტს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი გახდა ჩვენი სამართალდამცავების აქტიური ქმედებების წყალობით. ამჯერად ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ორივე შემთხვევა, ისევე როგორც წინა შემთხვევები, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების საშუალებთ იგეგმებოდა“, - თქვა მანჯგალაძემ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას ყველა რესურსი და რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედებისათვის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2522.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jun 2011, 17:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.