შოუ-ბიზნესი: MTV-ის მაყურებლებმა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი დაასახელეს | World News | ||
ტელეარხ MTV-ის აუდიტორიის გამოკითხვის შედეგებით, კრისტენ სტიუარტი გახდა საუკეთესო მსახიობი თავისი როლისთვის ვამპირულ საგაში „ბინდი. დაბნელება“. ტელეარხ MTV-ის კინოჯილდოების გადაცემის ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში კალიფორნიის ქალაქ იუნივერსალში მდებარე ამფითეატრიდან „გიბსონი“. სტიუარტი უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ხდება ბელა სვონის როლისთვის. ბელა სვონი მთავარი გმირია რომანტიკული თრილერისა, რომელმაც ამერიკელი მსახიობი ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარული გახადა. მისი მეტოქეები იყვნენ ნატალი პორტმანი ბალერინის როლში „შავი გედიდან“, ემა სტოუნი კომედიაში „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ (Easy A), ემა უოტსონი ჰერმიონას როლისთვის „ჰარი პოტერში“ და ჯენიფერ ანისტონი როლისთვის ფილმში „თავი მოაჩვენე ჩემს ცოლად“. 21 წლის სტიუარტის ფილმოგრაფია დაახლოებით 30 ნამუშევარს ითვლის. „MTV-ის კინოდაჯილდოების“ შოუ ბევრად წააგავს ოსკარის პრემიის ცერემონიას. შოუს უცვლელი ატრიბუტი მუსიკოსთა ცოცხალი გამოსვლებია. სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები MTV-ის საიტზე მაყურებელთა ხმის მიცემით დგინდება და არსებითად ასახავენ ამერიკელი მოზარდების კინოგემოვნებას. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2519.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jun 2011, 10:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.