გარემო: აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა ყველაზე დიდი რიცხვი დაფიქსირდა | World News | ||
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალრიცხოვანი ტორნადოს მსხვერპლი 523 ადამიანი გახდა. ეს ბოლო 75 წლის განმავლობაში ტორნადოების მსხვერპლთა ყველაზე დიდი რიცხვია. 1936 წელს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ტორნადოსაგან 552 ამერიკელი დაიღუპა. ამ წლის დასაწყისიდან ამერიკას უკვე 1 ათასზე მეტი ტორნადო დაატყდა თავს, რომელთაგან მესამედს აპრილში ჰქონდა ადგილი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებსა და შტატებში ფორმირებული ტორნადოების შედეგად 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი გახდა ტორნადო, რომელსაც 22 მაისს ქალაქ ჯოპლინში (მისურის შტატი) ჰქონდა ადგილი. გრიგალის ცენტრში ქარის სიჩქარე საათში თითქმის 320 კილომეტრს აღწევდა. ტრავმები 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ტორნადომ ქალაქის მესამედი გაანადგურა, სრულიად დაანგრია 3 ათასი შენობა და კიდევ 8 ათასი ნაგებობა დააზიანა. ხელისუფლებები ჯერ კიდევ ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება - მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში, ტორნადოს დროს მიღებული ტრავმებისაგან, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის ქალაქ ჯოპლინში ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 138 ადამიანს შეადგენს. აშშ-ში ყველაზე სასიკვდილო გახდა 1925 წლის ტორნადო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 794 ადამიანი, იტყობინება ИТАР-ТАСС. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2518.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jun 2011, 10:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.