ეს საინტერესოა: ფრანგ წამყვანებს ეთერში სიტყვების - „Twitter“-ისა და „Facebook“-ის წარმოთქმა აუკრძალეს | World News | ||
საფრანგეთში რადიოსა და ტელევიზიის წამყვანებს ეთერში სიტყვების - „Twitter“-ისა და „Facebook“-ის წარმოთქმა აუკრძალეს. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევებია, როდესაც სოციალური მედიის ორი პოპულარული სერვისი თავად ხდება სიახლეების თემა. საფრანგეთის უმაღლესი სამაუწყებლო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ წერს საიტი Mashable. საფრანგეთის სამაუწყებლო საბჭოს სურს, რომ ეთერში შეწყდეს ტელე- და რადიოკომპანიების უსასრულო თხოვნები Facebook-სა და Twitter-ში „მეგობრებში“ მათი კორპორაციული გვერდების დამატების თაობაზე. ამასთან, კვლავინდებურად ნებადართულია შემდეგი ფრაზის თქმა: „მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში“. 27 მაისს საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ინტერნეტ-სერვისების კონკრეტული სახელწოდებების ხსენება 1992 წლიდან ფარულ რეკლამაზე აკრძალვის შესახებ მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება. საბჭოს პრეს-მდივნის ქრისტინ კელის თქმით, ეთერში უმსხვილესი სოციალური ქსელის სახელის მუდმივმა ხსენებამ შეიძლება „მისცეს უპირატესობები Facebook-ს, რომელიც ისედაც მილიარდი დოლარი ღირს, მაშინ, როცა მრავალი პატარა სოციალური ქსელი აღიარებისთვის იბრძვის“. თუმცა, პარიზში მომუშავე კანადელი ჟურნალისტის მეტიუ ფრეიზერას აზრით, ამგვარი მაგალითები, უფრო მეტად, ადასტურებს „ფრანგული ფსიქიკის ღრმა მტრობას ანგლოსაქსონური კულტურული დომინირების მიმართ“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2517.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jun 2011, 10:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.