aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: რენი ჰარლინი: მე გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებასცდილობს Georgian News  Georgian News 
შემქმნელი ფილმისა „აგვისტოს 5 დღე“, ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი ამაყობს იმით, რომ ქართულ-რუსული ომის ისტორია ფილმად სწორედ მან აქცია. ამის შესახებ ჰარლინმა გუშინ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.



რეჟისორის თქმით, 2 წლის წინ, როდესაც იგი პირველად ჩავიდა თბილისში, ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორი სახის ისტორია უნდა აღეწერა. თუმცა, პრეზიდენტთან, პოლიტიკოსებთან, ლტოლვილებთან და ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ „პატივი ჰქონდა ფილმი გადაეღო ძალიან მნიშველოვანი მოვლენის შესახებ“.


გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ჰარლინმა და საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა ენდი გარსიამ ხაზი გაუსვეს, რომ ფილმში საქართველო იმ ქვეყნების სახეს წარმოადგენს, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამ კონტექსტში მათ გაიხსენეს ლიბიისა და ეგვიპტის მოვლენები და აღნიშნეს, რომ ფილმი, თავისი არსით, პაციფისტურია.


„მე გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს. მინდა ვთქვა, რომ წარმოშობით ფინელი ვარ - პატარა, 5 მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს. ომი გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა და ბებიებმა და ბაბუებმა და ჩემი დედა, რომელიც ამჟამად 90 წლისაა, ამაყობს იმით, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები, მხარს გიჭერთ და გადავიღე ფილმი იმ პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის“, - განაცხადა რენი ჰარლინმა, რომელმაც საქართველოს „თავისი მეორე სამშობლო“ უწოდა.


თავის მხრივ, ენდი გარსიამ გაიხსენა მშობლიური კუბა და აღნიშნა, რომ მისი სამშობლო გამოწვევების წინაშე იმყოფება და პრობლემებს ებრძვის.


„ის, რაც ამ ფილმშია ასახული, უნივერსალური ისტორიაა და ეს მრავალ ქვეყანას გადახდა. აღნიშნული ფილმი ომის წინააღმდეგაა. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს - მშვიდობა. ამ ფილმში გამოვხატე ჩემი, როგორც მსოფლიოს მოქალაქის, პოლიცია. ჩემი პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყანაში თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ენდი გარსიამ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა საპრემიერო ჩვენება ფილმისა „აგვისტოს 5 დღე“, რის შემდეგაც რუსთაველის სახელობის თეატრში ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2516.html
Posted by Drakula | 07 Jun 2011, 10:04 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: რენი ჰარლინი: მე გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებასცდილობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian