მეცნიერება-ტექნოლოგიები: Nokia-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის გაყიდვის შესახებ ინფორმაციაზე რეაგირება მოახდინა | World News | ||
ბლოგოსფეროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ Microsoft 19 მლრდ დოლარად Nokia-ს ყიდულობს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მობილური ტელეფონების ფინური მწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა სტივენ ელოპმა განაცხადა. „ეს ჭორებია, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს“, - თქვა ელოპმა პარასკევს. ბოლო დროს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა. Nokia სწრაფად კარგავს სმარტფონების ბაზრის წილს Android-ის პლატფორმაზე iPhone-ის სასარგებლოდ. წინა წლის ბოლოს Android სმარტფონებისათვის განკუთვნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა და Symbian-ს გაუსწრო. ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიის აქციები მკვთრ დაცემას აგრძელებდა. „ჩვენი ბოლო ფინანსური მაჩვენებელი ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. ჩვენ უფრო სწრაფად გვსურს მოძრაობა (ახალი კონცეფციებისა და გადაწყვეტების შემუშავებისკენ). მიუხედავად გარდამავალი პერიოდისა, რომელსაც კომპანია მოცემულ მომენტში განიცდის, ჩვენ გვჯერა, რომ Nokia-ს ამ მომენტში ჩვენ წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად ყველაფერი აქვს“, - განაცხადა ელოპმა ტელეკომპანია Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 2011 წლის დასაწყისში Nokia-მ კორპორაცია Microsoft-თან სტრატეგიული პარტნიორობის შექმნის თაობაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ოპერაციული სისტემა Windows კომპანიის სპარტფონებისათვის ძირითადი პლატფორმა გახდება. თავად ელოპი, რომელიც 2010 წლის შემოდგომამდე Microsoft-ში მუშაობდა, მიმდინარე წლის თებერვალში Nokia-ს მდგომარეობას ღია ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე არსებულ ცეცხლს ადარებდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2515.html
| |||
Posted by Drakula | 04 Jun 2011, 10:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.