მეცნიერება-ტექნოლოგიები: პენტაგონი ახალი თაობის 100-მდე ბომბდამშენს შეისყიდის | World News | ||
პენტაგონი ახალი თაობის 80-დან 100-მდე სტრატეგიული ბომბდამშენის შემუშავებასა და შესყიდვას გეგმავს. თითოეულის ფასი 550 მლნ დოლარი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ გეგმაში, რომელიც მომავალი სამი ათწლეულისთვის სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვებს ეხება. როგორც დოკუმენტში ხაზგასმულია, ახალ შორეულ ბომბდამშენებს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ტარებისა და ამოცანების შესრულების უნარი როგორც ბორტზე პილოტებით, ისე მათ გარეშე, ანუ უპილოტო რეჟიმში. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა, კონგრესში გამოსვლისას, მოსაზრება გამოთქვა, რომ შემდეგი თაობის ბომბდამშენები, სავარაუდოდ, 2020-იანი წლების ბოლომდე ექსპლუატაციაში არ შევა. მან კანონმდებლებისაგან ამ საბრძოლო მანქანების შესაქმნელად 2015 წლამდე პერიოდში 1.9 მლრდ დოლარი მოითხოვა. ჯერჯერობით კი, გეგმის თანახმად, ნავარაუდევია მწყობრში არსებული სტრატეგიული ბომბდამშენების - B-52-ის, B-1-ისა დაB-2-ის მოდერნიზაციის გაგრძელება იმისათვის, რომ „არსებობდეს დარწმუნებულობა იმაში, რომ ისინი მზად იქნება სხვადასხვა მისიების შესასრულებლად 2040 წლამდე პერიოდში“. უახლოეს ათწლეულში შენარჩუნდება 156 ასეთი თვითმფრინავი. საერთო ჯამში, პენტაგონი გეგმავს, 2012 ფინანსურ წელს, რომელიც მიმდინარე კალენდარული წლის 1 ოქტომბერს დადგება, განკარგულებაში 5 ათას 555 თვითმფრინავი ჰქონდეს. 2016 წლისთვის მათი რიცხვი 5 ათას 626-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2021 წლისთვის 5 ათას 467-მდე შემცირდეს. როგორც „პენგატონმა“ აღნიშნა, „შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია თვითმფრინავების ისეთი რიცხვი, რომელიც აუცილებელი შეიძლება იყოს ოპერაციების შესასრულებლად ათწლეულებით წინ“. ასეთი ოპერაციების შორისაა: „მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და გამოყენებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ტერორისტებთან ბრძოლა, აშშ-ის ტერიტორიის დაცვა და მოკავშირეებისათვის მხარდაჭერის გაწევა“, - გადმოსცემს ИТАР-ТАСС. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2511.html
| |||
Posted by Drakula | 03 Jun 2011, 20:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.