პოლიტიკა: გოკა გაბაშვილი: რუსეთმა სტრატეგიის სახით საქართველოს მოსახლეობის ტერორი აირჩია | Georgian News | ||
რუსეთმა სტრატეგიის სახით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ტერორი აირჩია, მიაჩნია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს გოკა გაბაშვილს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ მან საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადების მორიგ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. „როგორც ჩანს, რუსეთის ოფიციალური სტრატეგია ისაა, რომ თავისი მარწუხები კუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში გამოუშვას და უკვე მანდ განახორციელოს ტერორისტული აქტები და ჩვენი მოსახლეობის ტერორი მოაწყოს“, - თქვა გაბაშვილმა. მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა, კარგი მუშაობის წყალობით, ტერაქტის თავიდან აცილება შეძლეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივნისს, საქართველოს შსს-ის წარმომადგენლებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც ტერაქტის ორგანიზაციის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2509.html
| |||
Posted by Drakula | 03 Jun 2011, 20:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.